უკან

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2019 12:45
font-size

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი.

როგორც „მედიანიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, თეა თოფურია, ზაალ ანდრონიკაშვილი და რუსუდან რუხაძე, გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“;

საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“;

საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“;

საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“;

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“;

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“;

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“;

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს;

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე.

ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი