უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 მარტი, 2019 11:20
font-size

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ NEXI-თან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერი მიესალმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და განაცხადა, რომ ის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

NEXI-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებაში.

ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და NEXI-ის პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონელ ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

მემორანდუმის პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI-ი იაპონიის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვევო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის, ინვესტიციებისა და სესხის დაზღვევა.

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:05

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის - დოლარი - 2.7424 ლარი, ევრო - 3.0630, ფუნტი - 3.4979

17 მაისი, 2019 , 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7424 ლარი ეღირება, ევრო – 3.0630, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი. დღეს, 16 მაისს ე

„თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს

16 მაისი, 2019 , 19:52

„თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას ანახლებს. 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეებ

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

16 მაისი, 2019 , 18:57

16 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულტანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა"