უკან

ეკონომიკა

2 ივლისი, 2020 14:35
font-size

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, 6 ივლისისთვის უკვე არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, ბილეთების მოქალაქეებისთვის მისაღები ფასებით.

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან. ამიტომ, ორშაბათს, შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან რეისების განრიგი, უახლოეს პერიოდში რომელი ქალაქებიდან დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის მისაღებ ფასად. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება - კობა გვენეტაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. „მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისი

ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა - ნათია თურნავა

5 აგვისტო, 2020 , 14:55

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭ

„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის - ნათია თურნავა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის&ld

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

3 აგვისტო, 2020 , 16:20

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია “Georgia`s Natural”-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე -&nb

ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - ნათია თურნავა

31 ივლისი, 2020 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა. „ყველა სირთულის მიუხედავად, ივ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე