უკან

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2018 13:05
font-size

პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვეში შევა ძალაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს აქვს ქვეყანას.

„ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით, მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიცაა: სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, გამარტივდება რეექსპორტის პროცესი, იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიცის შემოღება, დეკლარირების ახალი ფორმა დ ა ა.შ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება, მათ შორისაა ერთიანი სახაზინო კოდი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ახალი ციფრული სერვისები.

„ციფრული საბაჟოს იდეა არის სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ციფრული საბაჟოს იდეის იმპლემენტაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში - გიორგი ქობულია

18 აპრილი, 2019 , 14:15

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

18 აპრილი, 2019 , 11:40

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატიდან აცნობ

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პროექტს დააფინანსებს

18 აპრილი, 2019 , 11:40

აზიის განვითარების ბანკი (ADB) „კრედო ბანკს“ ახალი სამომხმარებლო პროდუქტების შესაქმნელად 60 მილიონი ლარის (22.3 მილიონი დოლარი) სესხსა და 500 ათასი დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტს გამოუყოფს. აზიი

საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია- რეფორმები ენერგეტიკის სფეროში გაიმართა

17 აპრილი, 2019 , 17:13

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზ

„ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია

17 აპრილი, 2019 , 14:50

Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი გამოქვეყნდა

16 აპრილი, 2019 , 13:20

ეროვნული ბანკის ცნობით, 16 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019