უკან

კომენტარი

18 ივლისი, 2018 12:15
font-size

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში - ნატალი საბანაძე

დღეს იწყება პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ის ხვდება უმაღლესი დონის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ევროკავშირს გავუსვამ ხაზს. პირველი შეხვედრა ექნება პრეზიდენტ ტუსკთან და თავისთავად, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ასე ვთქვათ თავის საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ მთავრობის მეთაურის პირველი სამუშაო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვევა.

„ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების მოლოდინია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია აქვს აღებული ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მას ასევე ექნება შეხვედრები იმ პრიორიტეტულ კომისრებთან, რომლებიც მნიშნელოვანია ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ, განსაკუთრებით აღვნიშნავ ვაჭრობის კომისარ სესილია მალმსტრომს, რადგანაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეკრულება და ზოგადად, ასევე მოლოდინი არის იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გაუსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება, მისი ზედმიწევნით შესრულება და შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი