უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 ივნისი, 2020 15:03
font-size

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

გიორგი გახარია პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია Dimark group აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, რაც საბოლოო ჯამში თოთოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა

17 ივლისი, 2021 , 12:27

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, ლევან კაციაშვილმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოაწყო; ჯამურმა ინვესტიციამ 800,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორი

ქობულეთში, ხინოს ხეობაში დაკარგული ორი პირის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16 ივლისი, 2021 , 12:41

ხინოს ხეობაში დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვ

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

15 ივლისი, 2021 , 12:31

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყი

კახეთში ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება - ირაკლი ღარიბაშვილი

8 ივლისი, 2021 , 11:27

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ასეთი ინტენსიური, აქტიური მუშაობისთვის, მინისტრმა წარმოგვიდგინა გეგმები, რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ, მთავარი სი

რიკოთის გვირაბთან მიწის მასა ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა

7 ივლისი, 2021 , 12:44

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მოხდა მეწყრულ პროცესების გააქტიურება და გზის სავალ ნაწილზე მიწის გარკვეული მასის ჩამოშლა, რომელმაც მოძრაობა ცალმხრივად შეაფერხა, &nda

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

3 ივლისი, 2021 , 13:36

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული. გაფიცულები ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი