უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY 2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.
მოგვიანებით ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უმასპინძლა. მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.