უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 ივლისი, 2022 10:53
font-size

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება განიხილეს

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა კვლავ გრძელდება, კერძოდ, 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ - 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.

ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. აღინიშნა, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი - 63.3 %-ით. ტურიზმზე საუბრისას კი ხაზი გაესვა, რომ იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია. ასევე, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დადებითი ტენდენციები, რაც ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. ხაზი გაესვა, რომ გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი, ასევე, საგადასახადო შემოსავლებიც. ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მლრდ ლარი შეადგინა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4%-სა, მისი მაჩვენებელი 3,5 %-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდეს.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა - „საქსტატი“

3 ოქტომბერი, 2022 , 13:49

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდებ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

1 ოქტომბერი, 2022 , 12:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პ

ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

30 სექტემბერი, 2022 , 14:48

მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - „საქსტატი“

30 სექტემბერი, 2022 , 11:38

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

16 სექტემბერი, 2022 , 10:53

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრი-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავ

იანვარ - აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია

13 სექტემბერი, 2022 , 12:33

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი