უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2020 17:20
font-size

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას,“ - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძის განაცხადა.

,,სრულიად ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და მანიპულირების პროცესი დაიწყო. ამის რამდენიმე მაგალითი გვქონდა როდესაც ვხედავდით და ვხედავთ თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ „კოვიდ-19“-ის საკითხს არჩევნების ქოლგის შესაქმნელად, ასევე განცხადებები, რომლებიც გაკეთდა დახმარების მესამე ტალღასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დახმარების მომხრე ვართ რომელიც გაცემული იქნება ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, მაგრამ არა იმ დახმარებების, რომლებიც გაცემული იქნება ერთჯერადად, წინასაარჩევნო პერიოდში. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვალნათლივ დაარღვია კანონის 48-ე, 47-ე და 49-ე მუხლები, რომლებიც გულისხმობს ამომრჩევლების მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები. 30 წუთის განმავლობაში ვუმზერდით პირდაპირ ეთერში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენას, რომელიც განახორციელა ქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც მაჟორიტარების წარდგენის ნაცვლად, ჯობს ჭავჭავაძის პროსპექტს მიხედოს, განახორციელა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ვიდრე მაჟორიტარების წარდგენა და ასევე თავდაცვის მინისტრმა. რა არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? დღეს ისინი შვებულებაში არიან და როგორც პარტიული აქტივისტები ისე მოქმედებენ? ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას? პრემიერის, ქალაქის მერის, გუბერნატორის, მინისტრების ჩართულობით და ამაზე თქვენი აზრით ამერიკის საელჩო, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი, ევროსაბჭო რა დასკვნას დაწერს? არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო სახსრების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 12:16

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი - შალვა ნათელაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 18:36

“მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ღმერთის ნება”, – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვ

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:34

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:23

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შ

მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

25 სექტემბერი, 2020 , 15:30

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე