უახლესი ამბები
- 23.01.2021 17:35ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
- 23.01.2021 17:35გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
- 23.01.2021 17:35მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
- 23.01.2021 17:10ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
- 23.01.2021 17:10რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
- 23.01.2021 17:10ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
- 23.01.2021 16:05სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
- 23.01.2021 16:0548%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
- 23.01.2021 16:05„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
- 23.01.2021 15:00„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
არქივი
ეკონომიკა


პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელა
მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიების დახმარების მიზნით საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.
პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესახებ მთავრობის მეთაური, ბიზნესსექტორს დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ კომპანიებმა შეძლონ, განვითარების ტემპების სწრაფად აღდგენა და ამ პროგრამის შემუშავებაში ბიზნესსექტორის ინიციატივებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
პრემიერმა მოისმინა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეთავაზებები, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით.
შედგა შეთანხმება, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, რაზეც შემდგომ მსჯელობა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან პოსტკრიზისულ გეგმაზე მსჯელობის დღეს დაწყება ძალიან დროულია, ხოლო შეთავაზებული დახმარება - ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ვინაიდან მსოფლიო გამოწვევის დაძლევის შემდეგ, ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაუბრუნდეს განვითარების სასტარტო ეტაპს და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალური კონკურენციის პირობებში.

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35