უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 თებერვალი, 2019 11:15
font-size

პრემიერ-მინისტრმა დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში Volkswagen-ის ელექტრომობილების ქარხანაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა წარმოების პროცესი დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელი პირებისგან ელექტრომობილების აწყობის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი კონცეფცია მწვანე ეკონომიკა, რომელიც სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ელექტრომობილებით თანდათან ჩანაცვლების წახალისებას გულისხმობს.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ პროცესში ისეთ მოწინავე ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას, როგორიც Volkswagen-ია და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ბაზრით მათ კიდევ უფრო აქტიურ დაინტერესებას.

დრეზდენში მდებარე ელექტრომობილების ქარხანაში, რომელიც 100 პროცენტით მწვანე ენერგიას მოიხმარს, პირველი მოდელი 2017 წელს ააწყვეს. ქარხნის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ელექტრომობილების წარმოების ტექნოლოგია და ელექტრომანქანების ტექნიკური მახასიათებლები მუდმივად იხვეწება.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი