უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 მაისი, 2022 20:28
font-size

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა` და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის" შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

„ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 28 680-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 12 502 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა გააძლიეროს კოორდინაცია მუნიციპალიტეტების მერებთან, რათა მათ აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები და ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა. აღინიშნა, რომ კვირაში დაგეგმილია 400-ზე მეტი ავიარეისი. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ტურისტული აქტივობა იქაც მზარდი ტემპით ხასიათდება. რეგიონში თვეში 220-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება.

ამასთან, სხდომაზე დადებითად შეფასდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესი. 10 კვირის მონაცემებით ხელმისაწვდომი მედიკამენტებით 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ჯამში, მოსახლეობამ 42 მილიონი ლარი დაზოგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხაზგასმით აღინიშნა დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 27.9 ათასით შემცირდა.

გარდა ამისა, საქართველოს კოორდინაციით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების კოორდინირებულად და შეუფერხებლად გატარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან გამტარობის კუთხით შეფერხებები არ არის, ამ მიმართულებით დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, ხოლო ლარსის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ასევე, დარეგულირდა მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის საკითხები.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი