უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივლისი, 2021 15:55
font-size

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა

იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში. ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს, რათა ქვეყანა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხისა და შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საჭიროების შესაბამისად, ჯანდაცვის უწყება განაგრძობს ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციას. ამასთან, კოვიდის მართვის პროცესში დამატებით ჩაერთო 4 კლინიკური სასტუმრო, უახლოეს დღეებში კი კიდევ 9 ახალი სასტუმრო ჩაერთვება.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები საყურადღებოა, თუმცა მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე - ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ, ემატება ლიბანი და იორდანია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 398 081 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 370 565 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 656 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 50 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1487 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4780 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტესტის ჩაბარებაზე- გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს

16 სექტემბერი, 2021 , 16:24

გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილავიამშენის&l

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2021 , 16:04

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021 , 15:30

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა. კერძ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16 სექტემბერი, 2021 , 15:20

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 14:19 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. პირველადი მონაცემები

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

16 სექტემბერი, 2021 , 15:16

16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია)

ცესკო საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2021 , 14:26

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი