უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2017 16:50
font-size

პრემიერ-მინისტრმა თავისი არაკონსტიტუციური განცხადებით ეჭვქვეშ დააყენა სეკულარიზმი საქართველოში - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოფელ სნოში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.

სამნიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ინსტიტუციურად გამიჯნულები იყონ ერთმანეთისგან.

სამნიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ამჯამინდელი მთავრობის პრაქტიკას, კერძოდ, ქონების, მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემა. რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, გადახედოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების წესს და დაიცვან კონსტიტუცია.

„რესპუბლიკური პარტია მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც თავისი სახიფათო და ანტიკონსტიტუციური განცხადებით ეჭვ ქვეშ დააყენა სეკულარიზმი ჩვენს ქვეყანაში – სოფელ სნოში, საპატრარქოს მიერ ახლად აშენებული სასტუმროს გახსნაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ესწრებოდნენ, მან განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.

საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის მიხედვით, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. ამავე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. აი, ასე მკაფიოდაა დაცული ინსტიტუციური სეკულარიზმი საქართველოს კონსტიტუციით. უფრო მეტიც, მოქმედი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ–სამართლებრივ მემკვიდრეობას, სადაც არა მხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებულობა და დამოუკიდებლობაა გამოცხადებული, არამედ 144-ე მუხლის მიხედვით, „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია“.

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან ინსტიტუციურად გამიჯნულია. ვის რა რელიგიური მრწამსი აქვს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს უფლებამოსილებაა ყველა მისი მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ესაა სეკულარობის პრინციპი და არანაირი სხვა, კლასიკური თუ არაკლასიკურის სეკულარობა არ არსებობს.

ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს სწორედ ინსტიტუციური სეკულარულობა წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, ხოლო პრემიერ–მინისტრს არ აქვს მანდატი, ეჭვ ქვეშ დააყენოს ეს არჩევანი ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მახინჯი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ამას ხელს უწყობდა ყველა ხელისუფლება. სახელმწიფო, მუნიციპალური ბიუჯეტიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსება, უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტები, სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ფირმისთვის სიმბოლურ ფასად ან საჩუქრად გადაცემული მიწები - ეს ყველაფერი დიდი ხანია გასცდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. ეს პრაქტიკა სულ უფრო მახინჯ ფორმებს იღებს და ამას უკვე ქვეყნის პირველი პირი ღიად აცხადებს - რაც პრაქტიკაში ხორციელდება, იმას იდეოლოგიურადაც ამყარებს.

მაგალითისთვის, მხოლოდ თბილისის საკრებულომ 2017 წლის იანვრიდან დღემდე საპატრიარქოს 16,590 კვ.მ ფართობის მიწა გადასცა სიმბოლურ ფასად. ხოლო 2015 მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ჯამში 16 742 987.82 კვ.მ. დაფიქსირდა (EMC-ის კვლევის მიხედვით).

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში ქვეყნის არცერთ პირველ პირს არ გაუკეთებია მსგავსი შინაარსის არაკონსტიტუციური განცხადება. პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, თუ რატომ გასცდა ის კონსტიტუციას. ხელისუფლებამ კი არსებითად უნდა გადახედოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ჩარჩოებს, დაფინანსების წესს და დაიცვას კონსტიტუცია – უზრუნველყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთჩაურევლობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ანა მებურიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი