უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2018 17:30
font-size

პრემიერ-მინისტრმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

„დღეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა! კახეთს, კონკრეტულად კი თელავს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და კულტურული სივრცე - მეფეთა სასახლის შემდეგ უკვე ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძგელის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მე მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისთვის ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში, თელაველებს გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ვულოცავ, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს! თელავის ბატონის ციხე უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს მიეახლონ ისტორიას, ხელით შეეხონ მას, სათანადო პატივი მიაგონ ჩვენს უდიდეს წინაპრებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექსს შეემატა მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაჰკანკალებდნენ თითოეულ ექსპონატს და დღევანდელ დღეს, უკვე მომავალ თაობას შემოუნახეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი, რთული პერიოდის განმავლობაში დაიცვეს ექსპონატები და მართლაც, გმირული საქციელი ჩაიდინეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ პარტნიორს, საქართველოში არაერთი კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ ახალი მუზეუმი ტურისტების ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.

„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ სამოცდაათი-ოთხმოცი ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული და ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ. მე მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო დართლოს კომპლექსისთვის, გარეჯის კომპლექსისთვის, ალავერდის მიმდებარე ინფრასტრუქტურის გალამაზებისთვის. სულ ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან, რომლებიც საქართველოში ბრძანდებოდნენ და მათ აღნიშნეს ის უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მსოფლიო ბანკს, როგორც საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.

„დღევანდელი დღე, ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე. იგი გახლდათ მეფე, რომლის მთელი ცხოვრებაც იყო არჩევანი - 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, როდესაც მან გაუძლო უდიდეს ზეწოლას ნადირ შაჰის მხრიდან და მიუხედავად ამ ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედაბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედაბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პროექტის ფარგლებში, აგრეთვე კეთილმოეწყო ტერიტორია, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.

მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, მოეწყო დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა, რომელშიც მრავლად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფერწერული ნამუშევრები.

სამუზეუმო ექსპონატები დღეს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სარა მაიკლთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.

სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს

22 მაისი, 2018 , 17:30

მეტროსა და ავტობუსებში არსებული სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებზეც გავრცელდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კო

პროკფავშირების ინიციატივით გაფიცულებს და დამსაქმებლებს შორის მოლაპარება შედგა

22 მაისი, 2018 , 17:20

კომპანია ,,სინო-ჰიდროსა“ და საგზაო მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში შე

ძიუდოისტები აქციას ხვალაც გამართავენ

22 მაისი, 2018 , 17:20

ძიუდოისტთა ნაწილი ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათზე გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპოტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა. „იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე არ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

22 მაისი, 2018 , 17:20

22 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდ

BASSIANI-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე - კლუბი ,,ბასიანი“ განცხადევას ავრცელებს

22 მაისი, 2018 , 17:05

კლუბ ,,ბასიანის“ გახსნის გადაწყვეტილება გამოძიებას ჯერაც არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბასიანის“ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა: ,,ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI /

„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გახსნილია

22 მაისი, 2018 , 16:30

სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა დალუქული ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის გახსნილია „კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“. ღამის კლუბ "გალერის" დამფუძნებელი ტერ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე