უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 თებერვალი, 2019 12:23
font-size

პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად დავითაშვილს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ფერმერებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ აზიურ ფაროსანასა და თხილის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს და მოსახლეობამ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს. პრემიერი მიიჩნევს, რომ წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლაში გამორჩეული უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი უკვე გამოყოფილია.

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა წარმატება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ წლევანდელი წელი უნდა იყოს კიდევ უფრო გამორჩეული. არ უნდა დავტოვოთ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ფერმერი, რომელიც არ იქნება ინფორმირებული ბრძოლის მეთოდებსა და იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ბიუჯეტში ჩაიდო და რომელსაც უკვე ვახორციელებთ. ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირება მაქსიმალური უნდა იყოს სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებითაც, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თხილის სექტორს და ჩვენს საექსპორტო პოტენციალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ლევან დავითაშვილისგან „თხილის დაცვის პროგრამით“ გაწერილი სამოქმედო გეგმა მოისმინა. მინისტრის განმარტებით, კომპლექსური ღონისძიებების გეგმა მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2 000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასევე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.

პრემიერი მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასთან დაკავშირებული ტენდენციითაც დაინტერესდა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა თხილის ექსპორტის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ საბოლოო წარმატება არა მავნებლის დამარცხება, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციის მაქსიმალური ექსპორტი იქნება.

მთავრობის მეთაური მინისტრს ასევე ესაუბრა კაკლოვანი კულტურების განაშენიანების ხელშეწყობასა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე.

მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში დაგეგმილ კონფერენციაზე ისაუბრებს, რომლის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

18 ივლისი, 2019 , 14:55

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით

„გახარია წადი“ - ფოთში, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თვალახვეული პლაკატით მივიდა

16 ივლისი, 2019 , 14:10

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. საკრებულოს ოპოზიც

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

12 ივლისი, 2019 , 12:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს