უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 ივლისი, 2020 10:30
font-size

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს და ვარაუდობს, რომ „ხელისუფლების მიღმა კიდევ არსებობს რაღაც ფარული ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს მფარველობს“.

მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვაა.

„ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. ყველა დანაშაული, რომელიც მოზარდებს ეხება, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, სკანდალის თემა ხდება, რადგან გამოძიება პრაქტიკულად არასოდეს მთავრდება იმ სრული შედეგით, რასაც საზოგადოება ელოდება. ყოველი გამოძიების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება: ვინ მფარველობს, ვინ არის ამ ხელისუფლებაში ასეთი მონსტრი, ან რა ჯგუფია ესეთი, რომლისთვისაც ყველაფერი დაშვებულია. ანუ გამოდის, რომ არსებობს რაღაც ფარული ჯგუფი, ხელისუფლების მიღმა, რომელიც ამ ყველაფერს მფარველობს. ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი გამოსააშკარავებელი სწორედ ეს არის. რადგან ყველა ვხვდებით, რომ ძალიან მაღალი მფარველობის გარეშე, ვერც კვალის წაშლა მოხდება, ვერც ყველაფრის თავდაყირა დაყენება და ვერც დაზარალებულის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვაა, ძალიან ბევრი დარღვევა, რომელსაც ჯერ მხოლოდ მედია ავლენს. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოსმენილი გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში არაფორმალური გარჩევები იმართებოდა და ამ გარჩევას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ახლანდელი გენერალური პროკურორი ესწრებოდა; მასში მონაწილე ზოგიერთი ადამიანი კი იმასაც ამბობობს, რომ ეს თურმე ნორმალური ამბავია და როდესაც ვინც ხელისუფლებაში იმყოფება, მასთან თურმე უნდა გააპრავონ ეს მიდგომა - პრინციპში გასაკვირიც არაფერია.

მოკლედ, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია ყველას განაჩენი გამოუტანოს ამ ქვეყანაში, არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, თუ სადმე რამე ფერხდება, მე არამგონია, რომ ის საქმის კურსში არ იყოს. განსაკუთრებით, როდესაც პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება გამოძიება. სისტემა ისე მუშაობს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი