უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და ქვეყნის რეგიონულ როლზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, რომლებსაც American Enterprise Institute-ში შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას.

საუბრის თემა ასევე იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.

ყურადღება დაეთმო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

მთავრობის მეთაურს გუშინ American Enterprise Institute-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ პლეტკამ უმასპინძლა. ინსტიტუტს დღევანდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ხელმძღვანელობდა.

ბატონო კობახიძე, აქ რომ დაგდოთ ივანიშვილმა ახლა, კეთილი ინებეთ და გაიყვანეთ ყველა რუსი დეპუტატი ამ შენობიდან - სალომე სამადაშვილი

20 ივნისი, 2019 , 12:55

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სპიკერატს მიმართა, თუ ნახევარ საათში ყველა რუსი დეპუტატი პარლამენტის შენობას არ დატოვებს, ოპოზიცია ქართველ ხალხს არა პარლამენტის წინ,

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

20 ივნისი, 2019 , 12:55

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საგარეო საქ

ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2019 , 11:40

ვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალური პლატფორმა ამ მიზნის მიღწევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრ

უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისა და შესაბამისი კანონმდებლობის უზრუნველყოფისკენ - ლუიზა ვინტონი

20 ივნისი, 2019 , 11:40

ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის და მისი ბევრი პარტნიორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისკენ, შესაბამისი სტრატეგიების, კანონების და სხვადასხვა უწ

ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე - ნინო ბურჯანაძე

19 ივნისი, 2019 , 19:13

ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. „ერთიანი საქარ

საქართველოში ხდება დასავლეთის ფასეულობების დისკრედიტაცია - “თავისუფალი საქართველო“

19 ივნისი, 2019 , 17:53

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება ბოლო პერიოდში „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბერალური ძალები დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია