უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2022 17:24
font-size

პრემიერი ჟურნალისტს : არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი; იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, რის შემდეგაც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის მეთაურმა შემდეგი პასუხი გასცა:

„არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი - ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჯერ ერთი მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში და პოლიტიკა და პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მეგობრებო. მან დეკლარირებულად, საჯაროდ განმარტებაც გააკეთა და დატოვა პოლიტიკა. ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, გარკვეული ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო, მეგობრებო. ამას სჭირდება დასაბუთება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინაში რეალური გამოწვევა არის ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,“- განაცხადა პრემიერმა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი