უკან
პოლიტიკა
4 ივნისი, 2018 15:50
პრემიერი ზაზა სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად შეხვდება - შალვა თადუმაძე
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძის ოჯახს მათ ადვოკატთან ერთად შეხვდება
როგორც თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი ასევე შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატებთან ერთად.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს შს მინისტრი, გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ამასთან, როგორც თადუმაძემ აღნიშნა, პრემიერი დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედრაზე არ მიიღებს.