უკან

ეკონომიკა

25 აგვისტო, 2021 16:19
font-size

პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის ახალი პროგრამები - ნათია თურნავა

გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, შარშან, როდესაც პანდემიამ პირველად შეგვიტია, ასზე მეტმა სასტუმრომ და რესტორანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამების მოკლევადიანი დახმარებით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით, რამაც პრაქტიკულად მაშინ გადაარჩინა ეს ბიზნესი.


„ვიცით, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხედავთ, რომ მაქსიმალურად გვერდში გიდგავართ და კვლავაც დაგიდგებით ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ტურიზმი სვანეთში განვითარდება როგორც არასდროს. სვანეთი არის ძლიერი და საინტერესო არა მხოლოდ როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადგილობრივი მრეწველობის კვლავინდებური მხარდაჭერა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე მომზადებულია და პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება ახალი პროგრამები - მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის პროგრამები.
„ეს არის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც რა თქმა უნდა, სვანეთსაც შეეხება. იმიტომ, რომ აქ ვითარდება მიკროსაწარმოები, საშენი მასალების წარმოება, ხის დამუშავება, მშენებლობა და ეს არის ის დარგები, რასაც ჩვენ ამიერიდან უფრო ძლიერად დავუდგებით გვერდში. ეს იქნება არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს იქნება თანაგარანტირება, ეს იქნება გრანტები - ახალი კომპონენტი, რაც ეხლა შევიმუშავეთ. სწორედ ადგილობრივი წარმოების, დასაქმების მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ პანდემიის ნეგატრიური შედეგები და შევინარჩუნოთ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ყველას გამოვიყვანს ამ კრიზისიდან და პირიქით, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი