უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივნისი, 2017 11:50
font-size

პრემიერის განცხადება ჰგავდა მონის ქებათა ქებას მონათმფლობელის მიმართ - შალვა ნათელაშვილი

მონის ქებათა ქება მონათმფლობელის მიმართ - ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

ნათელაშვილი კვირიკაშვილის შეფასებებს სამარცხვინოს, ახალ კონსტიტუციურ პროექტს კი, არალეგიტიმურსა და ერთპარტიულს უწოდებს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება წარმოადგენდა სამარცხვინო თავის მართლების ტექსტს, რომელიც უფრო მეტად ჰგავდა მონის ქებათა ქებას მონათმფლობელის მიმართ. სანამ ამ ჭირს არ მოვიცილებთ ჩვენ, მანამდე არც პრემიერი გვეყოლება, არც სახელმწიფო გვექნება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსიტიტუციო ცვლილებები სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ხელს შეუწყობს.

„ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარკლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია საკონსიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მობილიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებულია.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

„დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს“ - ირაკლი ოქრუაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:28

„ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს“, – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული ს

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ნიკა მელია

25 ივნისი, 2019 , 12:35

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. „ამ დარბაზში ხმას როგორ იღებენ, რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი,

ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური იყო - მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და ჩვენი საზოგადოების მასობრივი არეულობისგან დაცვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 20

გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა - მამუკა მდინარაძე

24 ივნისი, 2019 , 17:00

მე არ ვიცი, რა ძალა სჭირდება ადამიანს ამ გადაწყვეტილებაზეც კი ამგვარი კრიტიკა რომ განახორციელოს და სატყუარა უწოდოს ყველაზე დემოკრატიულ პროცესს, - ასე პასუხობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე

აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა - ანა დოლიძე

24 ივნისი, 2019 , 15:35

პროპორციული არჩევნები არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხის ბრძოლის მთავარი მოთხოვნა, მე ვრჩები ხალხთან. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მო

გიორგი გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა - დავით ჭიჭინაძე

24 ივნისი, 2019 , 15:35

20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს. თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა. თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტურ- პოლიტიკ