უკან

კონფლიქტის ზონა

28 მარტი, 2020 16:35
font-size

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში მოახდინოს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტმა გააკეთა და გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუხში განაცხადა, სადაც სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათი ოჯახებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია, ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია გამომდინარე იქიდან, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ე.წ. არჩევნების, თუ წინა კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, გაუკონტროლებელ შემოდინებებს ადამიანებისა და, რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, პრევენცია მოხდეს გავრცელების. რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს და აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები,“- განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა