უკან

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 11:30
font-size

პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს - დავით ბაქრაძე

პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას.

მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და აშშ-ს მხარდაჭერაზე დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში.

„მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით. სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარუძღვება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ აღვნიშნავთ საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორედ გაიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც ასევე გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და აშშ-ს მხარდაჭერას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.

ნინო ექვთიმიშვილი

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი