უკან

საზოგადოება

31 აგვისტო, 2017 12:00
font-size

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებისთვის პრემიების გაცემა მოხდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ ბორჯომის ხეობის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებისთვის პრემიების გაცემა მოხდეს.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მათ ეს ნამდვილად ეკუთვნით. მისივე თქმით, ამ ადამიანების ძალისხმევით, ტყის მასივის ძალიან დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

„მინდა დავავალო ფინანსთა მინისტრს პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება უმოკლეს დროში იმათთვის ვინც იყო ამ სტიქიაში ჩართული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი.

ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისგან. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო.

მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, სახელმწიფო და კერძო უწყებების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო მასშტაბი. 3 ათასზე მეტი ადამიანი ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ეს იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით“,- განაცხადა პრემიერმა.

მონიკა დავლიანიძე

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

13 ივლისი, 2020 , 09:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. განათლების სამინისტროს ი

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე