უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ოქტომბერი, 2020 17:40
font-size

პრემიერმა გვითხრა, რომ თუნდაც 5 მლნ დოლარის შემოტანა თუ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და ამას მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება - სოსო ფხაკაძე

რამდენიმე კარგი შემოთავაზება იყო, ერთ-ერთს აღვნიშნავდი - პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ თუნდაც 5 მლნ დოლარის შემოტანა თუ მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით, უფრო პატარა თანხაც რომ იყოს, ამისთვის მზად არის ხელისუფლება, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში, ამას თავად გადაწყვეტენ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ეს ინიციატივა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერდა და მათ ამ მიმართულებით გიორგი გახარიამ პირადად აღუთქვა დახმარება.

ბიზნესი მთავრობის მეთაურის ამ ინიციატივას მნიშვნელოვანს და ღირებულს უწოდებს.

„თითოეულ კონკრეტულ „ქეისში“, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ საკითხები და თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, პრემიერმა აღგვითქვა დახმარება, რომ ის პირადად ჩაერევა და ყველა ამ დაბრკოლებას აღმოფხვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 2021 წელს თუ რამეა გასაკეთებელი, ერთ-ერთი პირველი არის უცხოური ნაკადების შემოტანა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ამ მხრივ ძალიან ღირებული იყო მისი განცხადება. მინიმალურიც რომ იყოს ინვესტიცია, რომელიც შემოვა საქართველოში, თუ რაიმე ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შევხვდებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მან აღგვითქვა ეს, მისი მხრიდან წამოვიდა, როგორი პატარაც არ უნდა იყოს თანხა, რომელიც ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში თითოეულ „ქეისს“ დეტალურად შეისწავლიან, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება და ბარიერი ამ კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც