უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 ივნისი, 2016 11:00
font-size

პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს სტიქიით დაზარალებული აჭარის დახმარება დაავალა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა, - აცნობეს მედიანიუსს მთავრობის პრესსამსახურიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ინტენსიური წვიმების შედეგად დაზარალდა ქედა და შუახევი.

„ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. ხიდების აღდგენას დრო დაჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის. ამ ოთხი ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომელიც აღგვადგენინებს სრულყოფილ კავშირს მოსახლეობასთან, სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ. ასევე მათ სჭირდებათ რკინიგზიდან ვაგონების ძარები ხიდისთვის“,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.

„კარგია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ არის კომუნიკაცია საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ, გავიაროთ ეს საკითხები. მინდა, ფინანსთა სამინისტროდან გიორგი თაბუაშვილს ვთხოვო, რომ დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები. რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდგომარეობაა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დევდორაკის ხეობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, თუ ამინდი ხელს არ შეუშლის მიმდინარე სამუშაოებს, დევდორაკის ხეობაში გზა 2 კვირაში გაიხსნება, თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სხვა სერიოზული საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამონახულია ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება.

„ეკონომიკის სამინისტრო მჭიდრო კავშირშია სომხეთის სატრანსპორტო სამინისტროსთან და უკვე ალტერნატივა გამონახულია, რომ ბორანის მეშვეობით მოხდეს ხილის გატანა. არა მახოლოდ სომხეთი, ჩვენი ექსპორტიორებიც იყენებენ ამას. ამიტომ მგონია, რომ დროებით ტრანსპორტირების საკითხი გადაწვეტილია, თუმცა სხვა საინჟინრო გადაწყვეტილება საჭიროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი