უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2016 18:25
font-size

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2016 წლის 27 დეკემბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები ანა ნაცვლიშვილი და ნინო გობრონიძე წარადგინა.

სხდომა 2016 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებასა და მომავალი წლის პრიორიტეტების განსაზღვრას დაეთმო; ასევე განიხილეს პენიტენციურ დაწესებულებებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები; გაეცნენ ინფორმაციას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 30-ე სესიაზე გაკეთებული მოხსენებას; განიხილეს 2017 წლისათვის დაგეგმილი აქტივობები.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული აქტივობების, ანგარიშების, რეკომენდაციების ადვოკატირების სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით 2014 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი მიზანია წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილეები, სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატთან დაკავშირებული აკადემიურ/საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე, წამების პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული ექსპერტები.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჟანრი ლოლაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას დაესწრო. გამოფენა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიების მიზანს ჟანრი ლოლაშვილის შემოქმედების საჯაროდ წარმოჩენა წარმოადგენდა.

დავით ნარმანიამ გამოფენაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერის თქმით, ნამუშევრები, რომელთა პრეზენტაციაც დღეს შედგა მომავალ თაობებს დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ერთად გავეცნოთ საქართველოს დამსახურებული, სახალხო არტისტის, ბატონი ჟანრი ლოლაშვილის არაჩვეულებრივ შემოქმედებას. გარდა იმისა, რომ ბატონი ჟანრი გახლავთ საოცრად ნიჭიერი და სახელგანთქმული მსახიობი, ამავდროულად იგი არის გამორჩეული მხატვარი, რომლის ნამუშევრებსაც, ვფიქრობ საზოგადოების კიდევ უფრო ფართო წრე უნდა იცნობდეს. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, ამ არაჩვეულებრივ საღამოზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რუსთაველის თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომაგდენლები ესწრებოდნენ.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!