უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2019 13:11
font-size

პრეზიდენტ ტუსკის სიტყვები ჩვენთვის იყო გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად - მაია ცქიტიშვილი

ახალგაზრდები, რომლებიც აღიზარდნენ თანამედროვე საქართველოში, თავს აღიქვამენ ევროპის ნაწილად და ჩვენს ამოცანად მიმაჩნია დავეხმაროთ მათ ამ შეგრძნების რეალიზებაში, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი სწორედ იმას ეთმობა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე გარემოს ევროპიზაცია.

„ორდღიან კონფერენციაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე გარემოს ევროპეიზაცია - განათლების რეფორმებით, კულტურული ურთიერთობების განვითარებით, ღია ბაზრების დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი დისკუსია, რომელიც რა თქმა უნდა დაგვეხმარება. მინდა შეგახსენოთ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომ აუცილებელია ვიფიქროთ როგორ გავაღრმავოთ კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ასევე პრეზიდენტ ტუსკის სიტყვებიც მინდა გავიხსენო, რომელიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, გუშინ, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ნაწყვეტი ქართულად წაიკითხა.

წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით - მიხეილ სააკაშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 17:43

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართავში აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდ

ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

14 ოქტომბერი, 2019 , 17:35

TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვით

მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ `ივანიშვილი ციხეში` - გიგა ბოკერია

14 ოქტომბერი, 2019 , 15:32

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს. "მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის,

გიორგი გახარია ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწევა

14 ოქტომბერი, 2019 , 13:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ, 15 ოქტომბერს მ

„მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“ - ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:27

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყ

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის