უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 სექტემბერი, 2018 17:10
font-size

პრეზიდენტი აპირებს ხვალ „იბერია ტვ“-ის წარმომადგენლებს შეხვდეს

ტელეკომპანია” იბერიამ” მორიგი განცხადება გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანია „ომეგა ჯგუფმა“ განაცხადა, რომ წარმოშობილი ფინასური დავალიანება შექმნილია ხელოვნური დაბრკოლებების გამო მთავრობის მხრიდან. კომპანიის მტკიცებით, „არაა საუბარი, რომ ვინმე არ აპირებს დავალიანების გადახდას“.

„ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა ვალის რესტრუქტურიზაცია, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული შეთანხმება მიღწეული არაა.

„იბერია ტვ“-ის ინფორმაციით, გუშინ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, ერთადერთი არაა. „ომეგა ჯგუფის“ მტკიცებით, მათ არაერთი საუბარი ჰქონდათ ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ეხება ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლას, მის დათმობასა და ამ გზით პრობლემების მოგვარებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვები, შემდეგი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ სამართლებრივი დავა გაგრძელდება არა საქართველოში, არამედ გაერთიანებულ სამფოში და გარკვეული მასალები უკვე გადაგზავნილია ამ საქმის ირგვლივ“, - განაცხადა იბერიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ბექა პატურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იბერიის ირგვლივ მიმდინარე ამბებით დაინტერესებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო თავად გიორგი მარგველაშვილი გეგმაცს, ხვალ შეხვდეს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს.

ტელეკომპანია „იბერიას“ დღეს სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა.

პარასკევს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი