უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
პრეზიდენტი აქტიურად მიადევნებს თვალს ყველა პროცესს, რომელიც მედიას ეხება- ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა, არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთერთი მთავარი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედიათემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. საქართველოს პრეზიდენტი მომავალშიც აქტიურად მიადევნებს თვალს ყველა პროცესს, რომელიც მედიას ეხება და გააგრძელებს მედიის დაცვასა და მხარდაჭერას“,-განაცხადა მიშველაძემ.
მონიკა დავლიანიძე