უკან
საზოგადოება
22 ოქტომბერი, 2016 00:58
პრეზიდენტი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კახეთში მომხდარი ავარიის დროს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო.
ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.