უკან
რეგიონები
23 აგვისტო, 2017 09:22
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავა
10:00 საათზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავა. მარგველაშვილი ჯერ წაღვერში განთავსებულ საგანგებო შტაბში მივა და ადგილზე მიიღებს ბოლო ინფორმაციას ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.