უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 თებერვალი, 2018 17:50
font-size

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონად მიღებამდე, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს ე.წ. გირგვლიანის შესწორებები არ დაივიწყოს.

გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე პრემიერის განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებაზე არაერთხელ უსაუბრია.

„ნება მომეცით, კონკრეტული კომენტარი არც პრემიერის განცხადებაზე, არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ გავაკეთო. იმის თაობაზე, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს. დღეს მინდა, კონკრეტულად, ნათლად მოვუწოდო იმ გეგმაზე, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს სასამართლო სისტემაში არსებულ სირთულეებს.

პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს მინდა მოვუწოდო, “გირგვლიანის შესწორებები”, რომელზეც სრული მხარდაჭერა გამოვხატე, არ უნდა დავივიწყოთ.

უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს ის, რაც ვთქვით. საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ ვერ დაივიწყებს ამ ინიციატივას. ამ შესწორებებს შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მიმართა იუსტიციის საბჭოს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონად მიღებამდე, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.

„მინდა, მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, ვიდრე შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადექვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს -ირაკლი კოვზანაძე

27 ივნისი, 2019 , 16:19

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით

პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

27 ივნისი, 2019 , 14:50

საქართველოს პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი 87 დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა. ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაან

დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას - საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება

27 ივნისი, 2019 , 14:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში მისი გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. "დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევ

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან - მამუკა ბახტაძე

27 ივნისი, 2019 , 14:25

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში&ld

საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს

26 ივნისი, 2019 , 14:57

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმ

არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ - დავით უსუფაშვილი

26 ივნისი, 2019 , 14:47

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები&ldqu

ვიდეო გალერეა

`მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე` - ზაზა ოქუაშვილის პოზიცია ლონდონიდან, გადაცემაში `360 გრადუსი`