უკან

პოლიტიკა

2 ივნისი, 2017 13:20
font-size

პრეზიდენტი - ლაშა თორდიას საქმეზე: გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარომის გარდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შეხვდნენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას საქმეში დღემდე არანაირი პასუხის არ არის, „კომიკური პიარომის გარდა“.

„უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იმ ვითარებაში როდესაც, სამწუხაროდ, რაღაცა გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ნათელი და პირდაპირი პასუხი. ჩვენ დღეს ვხედავთ სამწუხაროდ ერთი და იგივე ტენდენციას, მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას. ამის მერე ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში.

დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარ ომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ჩვენს სამართალდამცავებს, სადაც მუშაობს ათასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძიება, მივეცით მათ რეალურად საზოაგდოებას გააცნონ, რა მოხდა და როგორ მოხდა“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ვიდეო კასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს“.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის გარეთ,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, იგი მოთმინებით ელოდება მომხდარის ადეკვატურ შეფასებას და არა პოლიტიკოსების განცხადებებს.

„ძალიან მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. მდაბიო პიარ ომი, რომლის მაყურებელიც საზოგადოება გახდა. საზოგადოებისთვის არის გაკეთებული ეს პიარ ომი. ვიდეოებით ომი, საზოგადოებისთვის აქცენტის გაკეთების იმედია. იმედია, რომ საზოგადოებაში იტყვიან, მოდით, რა თვალი დავხუჭოთ. იმედია, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესმის, რომ ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი და შევა ამ ჭორაობაში, და თვალს დახუჭავს მნიშვნელოვანზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

„ევროპული საქართველო“ იურიდიული კომიტეტისგან დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს მსჯელობის დაწყებას ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე

14 ნოემბერი, 2018 , 10:50

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო“ იურიდიული კომიტეტისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს მსჯელობის დაწყებას ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე. ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს დააყენებენ და პროცედურებ

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა -ეკა ბესელია

13 ნოემბერი, 2018 , 22:10

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგე

აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია, და. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აბსურდული დაპირებების გაცემა, როგორიცაა 400-ლარიანი პენსია, და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარებას. ამის შესახებ მინისტრმა 2019 წლის

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში - ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტსა და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენი

კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს - ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის „ინტერის“ ფორმა მიიტანა

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერისთვის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა. ხაბეიშვილის განმარტებით, კა

25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

შვილმოკლული მამების აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ადგილზე 15-მდე კარავი კვლავაც გაშლილია. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის