უკან

კომენტარი

16 მაისი, 2017 16:30
font-size

პრეზიდენტი ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს

პრეზიდენტი გენერალურ აუდიტორსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელს უწოდებს.

გიორგი მარგველაშვილის პოზიცია საკიხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ამცნო.

პრეზიდენტის აზრით, უმაღლეს თანამდებობის პირზე თავდასხმა მიუღებელია.

მიშველაძის თქმით, ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებიდან ოთხი დღის თავზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვაზე პასუხი.

"კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტის აზრით, საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიების გარეშე საფრთხე შეექმნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მათ ვერ ექნებათ დაცულობის განცდა",- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ნინო ექვთიმიშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ აქცია თავისი შინაარსით არის მავნებლური -გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ სა

ირაკლი ვეკუამ ცერათითებზე აზიდვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევ

„ვირო მადლიო“- მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

14 სექტემბერი, 2019 , 13:40

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. „ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს,

ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეზე: „ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე“

14 სექტემბერი, 2019 , 11:13

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „სერიიდან: აბა,

წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ არის სანდო და ვინ არ არის სანდო - ივანე მაჭავარიანი

13 სექტემბერი, 2019 , 14:35

საქართველოში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ყოფილა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს