უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
სამართალი
პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შეწყალების პრეროგატივას - ოთარ კახიძე
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შეწყალების პრეროგატივას.
“მთავარია, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას და ამ კუთხით მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ თუ არ არის მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება.
მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, რაც შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით დააზღვევს საზოგადოებას, ეს არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად და წელს იქნება ეს არჩევნები”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.