უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აპრილი, 2017 14:55
font-size

პრეზიდენტი მოხარულია უმრავლესობის თანხმობით დებატების ჩატარებაზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე იმ ძირითად თემებზე ისაუბრა, რაზეც პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს პარლამენტისადმი ყოველწლიურ მოხსენებაში.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მოხარულია უმრავლესობის თანხმობით დებატების ჩატარებაზე მოხსენების შემდეგ.

„უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს. რაც შეეხება თავად სიტყვის შინაარს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პირველი პირი ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას. ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე საშინაო და საგარეო პოლიტიკის კუთხით მდგარ გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე“, - განაცხადა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა ქუთაისში 7 აპრილს გაიმართება.

ანა მებურიშვილი

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე

20 თებერვალი, 2019 , 15:15

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს არ იზიარებს. „თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, ამის შედეგი იქნება, რომ ეს პროცესი ასე გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

20 თებერვალი, 2019 , 13:50

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვ

თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:50

„ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს“,

2019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:50

სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება.  2019 წელს და

ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს

20 თებერვალი, 2019 , 13:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. მრჩე

იმედი მაქვს დღევანდელი დისკუსია ხელს შეუწყობს ახალი საპარლამენტო ფორმატის - „მინისტრის საათის“ ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას და განვითარებას - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:20

საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის - „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. „ახალი კონ