უკან
საზოგადოება
20 ოქტომბერი, 2017 12:55
პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკე გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკე გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო.
„ვწუხვარ თვალსაჩინო მოქანდაკის გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო.
მისი გამორჩეული ხელწერით შექმნილი არაერთი სკულპტურული ნამუშევარი ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს.
განსაკუთრებულია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც ბატონმა გოგიმ ქართული პლასტიკური ხელოვნების ახალ თაობათა აღზრდისთვის გასწია.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გოგი ოჩიაურის ოჯახსა და ახლობლებს”- აღნიშნა პრეზიდენტმა.