უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2016 15:40
font-size

პრეზიდენტი რომ ყოფილიყო კომისიაში თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა - მანანა ნაჭყებია

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ამიტომ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს სახალხო განხილვა, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დათანხმებოდა პრეზიდენტის შეთავაზებას და კომისიაში მარგველაშვილი თანათავმჯდომარედ უნდა წარდგენილიყო.

„ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის არ უნდა ეთქვა უარი თანათავმჯდომარეობაზე.

მე არ ვიცი, რა იგულისხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის საკითხის სახალხო განხილვაში, ისინი არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და მსგავსი სახით, როგორ მოხდება მათი ჩართულობა, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა.

ის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს აპრილში დაანონსებულ კონსტიტუციის სახელშეცვლილ ვარიანტს.

„პრეზიდენტი რომ ყოფილიყო კომისიაში თანათავმჯდომარე, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა კომისიის მუშაობა. მე ვთვლი, რომ ასევე, ხელისუფლება მზად არ იქნება აპრილში კონსტიტუციის შესაცვლელად, რადგან ეს ძალიან ცოტა დროა, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ არც ისეთი სახარბიელო ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, როგორსაც გვპირდებიან“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 10:59

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახური