უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დიპლომატის დღეს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს -დიპლომატის დღეს.
ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
დღეს ჩვენი სამშობლო წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ სახელმწიფოს, რომელსაც ღირსეულ როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და განვითარებაში. ამ წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ქართულ დიპლომატიას მიუძღვის. საქართველოს მომავალი კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანიკური მომავალი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცულობა დიდწილადაა დამოკიდებული თითოეული დიპლომატის პროფესიონალიზმსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე.
სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები. დარწმუნებილი ვარ, რომ ქართული დპლომატია კვლავაც იქნება მოწოდების სიმაღლეზე და არაერთ გამარჯვებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე.
წარმატებებს ვუსურვებ ყველა დიპლომატს მათ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, -ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.