უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მარტი, 2018 13:05
font-size

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმის დღეს ულოცავს.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღეს. ჩვენს ისტორიას, ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა წარმართვდა.

31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. ჩვენ ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და დღესაც საქართველო განაგრძობს სვლას საერთო ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილისათვის,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.

დღეს ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.

სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს,"-ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. „გავამახვილებ ყურადღებას ბოლო დროს მი

აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში - ელიზაბეთ რუდი

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ტელეკომპანია „იბერიაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში. მან აღნიშნა, რომ ამ

„იბერია ტვ“-სა და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო შექმნილი საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად ვერ გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა - ნატო ჩხეიძემ „პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ ოფიციალურად დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“. მისი თქმით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების

ნახეთ, როგორი კვალიფიციურობით საუბრობენ ჩვენი სამღვდელო პირები კანონპროექტებზე და ალბათ, ასე უნდა მივუდგეთ დეპუტატებმაც - ნატო ჩხეიძე

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

„რჩება შთაბეჭდილება, რომ მარიხუანას შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი არის მხოლოდ სამღვდელოება და მეტი არავინ“ ,– ამის შესახებ დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მის

ლევან დავითაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არტურ ხაჩატრიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი გ

ტელეკომპანია „იბერიაზე“ საუბარი არ ყოფილა - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „იბერია ტვ“-სა და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს ამ პროცესებთან კავშირი არ აქვს. ადვოკატ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`