უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2018 15:25
font-size

პრეზიდენტი საზოგადოების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს, როცა საკუთარი გეგმების შესახებ არ ეუბნება - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს, დროულად გაასაჯაროვოს თავისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. დეპუტატმა მარგველაშვილს ურჩია, არ ამოეფაროს პარტიებთან მიმართებით ინტრიგებზე მსჯელობას.

ბოკერიამ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შეფასებისას თქვა, რომ მეორეხარისხოვანია პრეზიდენტის მსჯელობა, მან ვის რა შანსი მისცა და სახელისუფლებო ან ოპოზიციურ კანდიდატებზე რას ფიქრობს.

„ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა ამომრჩევლისა და საზოგადოების წინაშე. მოქმედი პრეზიდენტისგან იმის დროზე თქმა, იყრის თუ არა კენჭს, მინიმალური პატივისცემაა ამომრჩევლისა და საზოგადოების მიმართ. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი გაუგებარ ინტრიგებზე საუბრით იმის გადაფარვას ცდილობს, რომ საზოგადოების მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენს, როცა საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ არ ეუბნება. საზოგადოებას უნდა უპასუხოს, ასე რატომ იქცევა. რას ფიქრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, ეს ცალკე საკითხია და არ მაინტერესებს. საუბარია, ელემენტარულ პოლიტიკურ პატივისცემაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც პრეზიდენტს ამომრჩევლის მიმართ ევალება“, – თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტს სწორება უნდა ჰქონდეს ამომრჩეველსა და საზოგაოდებაზე და არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ოპოზიციაზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე „საზოგადოებას დროზე უნდა უთხრას და არა, ბოლო წამს, რაღაც გაუგებარი ინტრიგების გამო“.

გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კითხვაზე, იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, განაცხადა, რომ პასუხის არგაცემით სამსახურს გაუწევს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.

მარგველაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო უარყოფითი პასუხისას - უფრო სუსტს.

ანა მებურიშვილი

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს