უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2016 14:15
font-size

პრეზიდენტი შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება,
ძვირფასო მეგობრებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს.

ბუნების კანონია, რომ ერთი უნარის შეზღუდვის სანაცვლოდ ადამიანს სხვა უნარები ეძლევა უხვად. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ თქვენი შესაძლებლობების პატივისცემას ეფუძნება. ღრმად მწამს, რომ თქვენი ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა, თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა აუცილებელია როგორც თქვენი ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე – საზოგადოების სიჯანსაღისა და ყოველხმრივი განვითარებისთვის.

ამიტომ, პირობათა შექმნა საიმისოდ, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდეს და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა.

მიგულეთ თქვენს უფლებათა უპირველეს დამცველად.

ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს’’, -ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

21 ნოემბერი, 2018 , 18:20

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთა

თამარ გუდავა - მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა

21 ნოემბერი, 2018 , 16:25

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორიგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით გაკეთებული გან

მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

21 ნოემბერი, 2018 , 15:15

კულტურის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, კვლავ მძიმეა. ყოფილ მინისტრს მოტეხილი აქვს 12 ნეკნი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. "იმყოფებოდა კვლავ მართვით სუნთქვაზე. მ

ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგისას ტექდათვალიერების ცენტრებში ქრთამის შეთავაზების ფაქტები დაფიქსირდა - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირ

სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ დილის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე, დილის 07:00 საათიდან უკვე აზოტის ოქსიდების სიჭარბე იწევს - ეკა ლალიაშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, მიღებული შედეგების მიხედვით, თბილისში ჰაერი შედარებით სუფთაა დილის 03:00-დან 07:00 საათამდე. ლალიაშვილმა ავტომობი

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე - გიორგი გახარია

21 ნოემბერი, 2018 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`