უკან

პოლიტიკა

2 აგვისტო, 2018 11:30
font-size

პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ „წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს“.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი ცდილობს, არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს მმართველი გუნდის იმიჯს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

„პირველ ჯერზე ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და ასე გახდა ის პრეზიდენტი. ამაში კომიკური არაფერი არ არის. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ცდილობს ხოლმე, ასეთი არაეთიკური გამოთქმებით ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს, თუმცა ამას ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარია სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი არაა, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი.

„დაასახელებს თუ არა მარგველაშვილი თავის კანდიდატურას, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. არც ის -ელოდება თუ არა ჩვენ მიერ კანდიდატურის დასახელებას, ესეც არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვიცით, რომ იქნება ეს პირველი თუ მეორე ტური, ესეც არ არის პრინციპული. გვაქვს 50%-იანი მხარდაჭერა, შესაბამისად, აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, პირველ ტურში იქნება თუ მეორეში. შესაბამისად, ჩვენთვის არავითარი ინტერესის საგანი არ არის, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ უმრავლესობის ფორმატებში იმსჯელებენ და სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე გასაჯაროვდება პარტიის პოზიცია.

კითხვაზე განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

„განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს. არაერთი კანდიდატი იყო ნახსენები, მათ შორის პარტიულიც და არაპარტიულიც, თუმცა უნდა დაველოდოთ და დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს

25 სექტემბერი, 2018 , 10:40

საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარ

პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

25 სექტემბერი, 2018 , 10:40

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დან

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინ

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`