უახლესი ამბები
- 23.04.2018 17:50ხვალ საქართველოში მცირე ნალექს ელიან
- 23.04.2018 17:50ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი - სერჟ სარგსიანი
- 23.04.2018 17:50აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობის საქმეს ეხმაურება
- 23.04.2018 17:50საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის თბილისის საქალაქო თამაშები დაიწყო
- 23.04.2018 17:50თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა
- 23.04.2018 17:35სოფელ რუხში ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო და საძოვარი მიწების ჩამორთმევას აპროტესტებენ
- 23.04.2018 17:35პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ
- 23.04.2018 17:35უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- 23.04.2018 17:35იტალიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა
- 23.04.2018 17:35სასამართლომ ე.წ. „სერგო თეთრაძის საქმეზე“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ სცნო
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტი თუ შეწყვეტს, ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემის შეწყვეტა კონკრეტულ ადამიანსა და მსხვერპლს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს.
„აქ არის ორი კითხვა. ერთი შეეხება შეწყალებების პრაქტიკას და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მე არ მეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგი ვნახეთ - ჩვენ ვნახეთ შეწყალებული ადამიანი, რომელმაც უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა და უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არ ვიცი, დეტალები როგორ წარიმართა, მაგრამ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია, ამაზე დავა არ შეიძლება. ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს, ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო ის ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
25 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე წარსულში იყო ნასამართლევი. 2015 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. 2 წლის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელი გაუნახევრდა და ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. 13 აპრილს კი ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით მან თავის გერს, თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოსჭრა ახალგაზრდა ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
საკვანძო სიტყვები:

შალვა ნათელაშვილი ტერეზა მეის მიმართავს
23 აპრილი, 2018 , 16:55

საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით - გიორგი კვირიკაშვილი
23 აპრილი, 2018 , 16:10

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი მიმდინარეობს
23 აპრილი, 2018 , 16:10

ჩვენი პარტია არის ძლიერი, ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
23 აპრილი, 2018 , 15:40

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი - ლევან იზორია
23 აპრილი, 2018 , 14:10

ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა - მიხეილ ჯანელიძე
23 აპრილი, 2018 , 14:10