უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 მარტი, 2017 14:45
font-size

პრეზიდენტი ვის შეხვდება ჩემთვის საინტერესო არ არის - კახა კალაძე

პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს მოლაპარაკებას, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

„თუმცა საბოლოო დოკუმენტის დადება ალბათ, უახლოეს მომავალში მოხდება. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო იქნა გაწეული, რომელიც დღეასაც მიმდინარეობს. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის”, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტის განცხადებები მისი არჩევის წესის ცვლილების მიზეზი გახდეს, კალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არა პრეზიდენტის განცხადებების, არამედ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.

ვიცე-პრემიერის თქმით, მან მოისმინა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც კალაძის შეფასებით ცოტა ემოციური იყო.

,,ჩემთვის საინტერესოა კომისიის მუშაობა თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ. საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე როგორც ქვეყანას სჭირდება , ჩვენს მომავალს ჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი"-დასძინა კალაძემ.

ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორ ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია, ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილებების კორექტირებაზეც მსჯელობს.

ნინო ექვთიმიშვილი

`ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი` - არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი, 2018 , 18:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. მისი თქმით, საქართვ

ივანიშვილი არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე – მეუფე იაკობი

22 სექტემბერი, 2018 , 18:22

ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა - ამის სესახე მეუფე იაკობმა ტელეკომპანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ” თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერ

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას - არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას მოუწოდა ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გაა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს

22 სექტემბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს . მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კვლავ ირწმუნება რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან შეხვედრაზე უშუალოდ ჩხარტიშვილის მხრიდან არ ყოფილა ნახსენე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`