უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 10:50
font-size

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს გააფორმებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს გააფორმებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

მემორანდუმი დღეს, 11:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა, ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან – რვა წლამდე.

ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად - ვახტანგ მეგრელიშვილი

1 დეკემბერი, 2020 , 15:10

ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს, &ndash

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

1 დეკემბერი, 2020 , 14:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

1 დეკემბერი, 2020 , 12:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

30 ნოემბერი, 2020 , 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხ

„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 16:05

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევ

ჩვენი ფასილიტატორები და პარტნიორები ზედმეტად არ უნდა - გიგი უგულავა

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული