უკან

პოლიტიკა

15 აგვისტო, 2018 17:10
font-size

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა - აუდიტის სამსახური

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანად 4,622,445 ლარს შეადგენს, აქედან თანამდებობრივი სარგო – 2,649,852 ლარია, დანამატი – 1,067,922 ლარი, ხოლო პრემია – 904,671 ლარი. დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 140-ია, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა – 120.

ანგარიშში განმარტებულია ისიც, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში სხვა დანამატები დაუწესოს. დანამატის გაცემისას კი, თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა უნდა დასაბუთდეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ,,დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ, დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა ვიდრე დანამატის“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა, ნანა ვაჩაძემ განუცხადა, აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და სარეზერვო ფონდის საკითხებზე რეკომენდაციები გასცა.

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ გააფორმა ხელშეკრულება მომწოდებელ მხარესთან საახალწლო ღონისძიების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან სპეციფიკაციებს, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო მინიმალური მოთხოვნები, რაც მომწოდებელს უნდა დაეკმაყოფილებინა. რაც შეეხება დაგეგმვას, იმისთვის, რომ ბიუჯეტის ხარჯვა იყოს უფრო ეფექტიანი, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის ისე გაწერა, რომ წლის განმავლობაში მუხლებს შორის თანხების გადანაწილება აღარ მოხდეს“, – განაცხადა მან.

ასევე, ნანა ვაჩაძის თქმით, სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი ხარჯები და ღონისძიებები, რომლის გაწერაც შესაძლებელია წლის განმავლობაში და ისინი ბიუჯეტში უნდა დაიგეგმოს.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

19 მაისი, 2019 , 20:42

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ. დღეს, თბილისშ

კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

19 მაისი, 2019 , 11:40

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაც

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

19 მაისი, 2019 , 10:00

საქართველოს 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართ

უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდეც, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე - მიხეილ სააკაშვილი

19 მაისი, 2019 , 09:00

თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვ

საქართველოში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

19 მაისი, 2019 , 08:29

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში უსაფრთხოების კონფერენციის ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 მაისი, 2019 , 13:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ურსულა ფონ დე