უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 იანვარი, 2017 14:05
font-size

პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტიო უმარვლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი.

„ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე“, - ამბობს თალაკვაძე.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტის მენაბდის თქმით, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უფრო მისაღებია არსებული საპარლამენტო მოწყობის გათვალისწინებით.

„რა თქმა უნდა, არ არსებობს უნივერსალური მოდელი პრეზიდენტის არჩევის წესის. ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა საკითხზე. კონსტიტუციაში, მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და უნიკალური ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მიმართ“, - ამბობს მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ ახლა საპარლამენტო კომისიის თემატური ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნა.

ანა მებურიშვილი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება - ირაკლი კოვზანაძე

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე საუბრის

მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან - დავით ჭიჭინაძე

16 ოქტომბერი, 2019 , 16:25

„თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორ

ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2019 , 12:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან. ლაშა დარსალიამ ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიი

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

16 ოქტომბერი, 2019 , 10:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მი

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვა

პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი! - თემურ შაშიაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„შუა ხომ გაკრიფეს და ეს იყო დიდი დანაშაული. დღეს ვამბობ, პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი და ეს იქნება საქართველოს გადარჩენა,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. &ld